12:46 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 14:52:39, 566 ნახვა

სხვადასხვა
გიორგი მღებრიშვილმა და ბეტინა კადენბახმა გერმანიაში შს მინისტრის სამუშაო ვიზიტი შეაჯამეს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს - ბეტინა კადენბახს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გერმანიაში შს მინისტრის პირველი სამუშაო ვიზიტის შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა და ბეტინა კადენბახმა სამართალდაცვით სფეროში გერმანია-საქართველოს ერთობლივი ნაბიჯები და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, გერმანელ კოლეგებთან ერთად, კრიმინალის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებები უკვე დაწყებულია, რომლის შედეგებზეც საზოგადოება მალე შეიტყობს.

შს მინისტრმა და ელჩმა საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერებასა და საქართველოს საპოლიციო სისტემაში დანერგილ ინოვაციებზე, მათ შორის, საგამოძიებო პრაქტიკაში დნმ-ს მონაცემთა ბანკის გამოყენებაზეც იმსჯელეს.

გერმანიის ელჩის თქმით, საქართველო გერმანიის საიმედო პარტნიორია და საქართველოს დემოკრატიული განვითარება რეგიონში თვალსაჩინოა, რაც მთელს ევროპას დიდ იმედს აძლევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics