2026-01-18 10:04:53, 562 ნახვა
სამართალი
ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანს, პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრს.
მათ შორის 10 არასრულწლოვანია.
ცნობისთვის ისინი შსს-მ 16 იანვარს დააკავა.
"დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი", - განაცხადეს ბრიფინგზე შსს-ში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,