18:38 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-26 12:45:37, 829 ნახვა

სამართალი
სინდისის პატიმრის საბა სხვიტარიძის განაჩენი 3 სექტემბერს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის დასკვნითი სასამართლო პროცესი დასრულდა. განაჩენი 3 სექტემბერს, 10:30 საათზე გამოცხადდება. სასამართლო პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც.

სასამართლოში ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დასკვნით სიტყვას წარმოთქვა. მისი თქმით, საქმეში ნეიტრალური ვიდეომასალა წარმოდგენილი არ არის და რაც საქმეში დევს, ის უტყუარობის სტანდარტით არაა წარმოდგენილი.

მისივე განცხადებით, საქმეში ნეიტრალური ვიდეომასალა წარმოდგენილი არ არის და რაც საქმეში დევს, ის უტყუარობის სტანდარტით არაა წარმოდგენილი.

საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდება მას ედავებოდა, რომ სხვიტარიძის ქმედების შედეგად მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics