15:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-28 11:01:42, 1329 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესას დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსებმა ოდესას დრონების გამოყენებით დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, რუსების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ქალაქ ოდესაში ცოლ-ქმარი დაიღუპა.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, რის შედეგადაც, შენობის მე-7, მე-8 და მე-9 სართულებზე ხანძარი გაჩნდა.

„მაშველებმა 5 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics