06:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 20:46:20, 931 ნახვა

სამართალი
ხვალ, მზია ამაღლობელის სასამართლოს ევროპარლამენტარი ლენა შილინგი დაესწრება

ხვალ, 16 მაისს, ბათუმში ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება.

მისი საქმის დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოდის ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც განცხადებას ავრცელებს:

 „მზიას ასამართლებენ იმიტომ, რომ კრიტიკული ჟურნალისტია.მას ასამართლებენ იმიტომ, რომ უარს ამბობს სიჩუმეზე - უსამართლობის წინაშე. ამიტომ ვიქნები ბათუმში — რომ დავუდგე მხარში მას და ყველას, ვინც საქართველოში თავისუფლებისთვის იბრძვის.

როგორც ევროპარლამენტარი, ვაცხადებ: 

საქართველო ეკუთვნის ევროპას, მაგრამ ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში, რომელიც თელავს ადამიანის უფლებებსა და პრესის თავისუფლებას, მას ადგილი არ აქვს ევროკავშირში.

როდესაც ჟურნალისტებს ადუმებენ — დემოკრატია თავად დგება საფრთხის წინაშე.“

მზია ამაღლობელი, რომელიც პირველ ჟურნალისტ ქალ პოლიტპატიმრად არის მიჩნეული, 11 იანვრიდან დაკავებულია. მისი პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულად და უკანონოდ შეფასდა ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების უმრავლესობის, საერთაშორისო უფლებადამცველებისა და პრესის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ, ისევე როგორც საქართველოს შიგნით მოქმედი მრავალფეროვანი პროდემოკრატიული ჯგუფების მხრიდან.

 გასულ კვირას, ამაღლობელმა სასამართლოში უჩივლა „ქართული ოცნების“ ლიდერებს — ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და სოზარ სუბარს.

 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა სარჩელით და მოითხოვა ამ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და მათი უარყოფა იმავე მედიასაშუალებებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics