00:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 17:27:11, 686 ნახვა

სამართალი
გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის ადვოკატს - როგორ გგონიათ სახეში ხელს რომ დაგარტყამენ, რა დაზიანება უნდა მიიღო?

თქვენ როგორ გგონიათ სახეში ხელს რომ დაგარტყამენ, რა დაზიანება უნდა მიიღო? ვიზუალურად რაიმე დაზიანება, სისხლდენა არ ჰქონია - ასე უპასუხა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გრიგოლ ბესელიამ, სასამართლო სხდომაზე ადვოკატ მაია მწარიაშვილის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაზიანება მიიღო ირაკლი დგებუაძემ „აქციაზე სილის გაწვნის შემდეგ“.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ჰქონდა თუ არა ირაკლი დგებუაძეს სახის არეში სიწითლე, ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

„თქვენ როგორ გგონიათ სახეში ხელს რომ დაგარტყამენ, რა დაზიანება უნდა მიიღო? სახეში ხელი დაარტყა... ვიზუალურად რაიმე დაზიანება, სისხლდენა არ ჰქონია“, - განაცხადა ბესელიამ.

ადვოკატი პროცესზე იმითაც დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ნაკაწრი, სიწითლე ან სისხლნაჟღენთი ინციდენტის შემდეგ დგებუაძეს.

„[სისხლნაჟღენთიც] არ ჰქონია, [ნაკაწრიც] არ მინახავს. სიწითლე არ მინახავს, არ მიმიქცევია ყურადღება მაგისთვის, ვინაიდან, ცოტა დაძაბული სიტუაცია იყო გარეთაც შიგნითაც და არ მიმიქცევია ყურადღება. სისხლდენა და ეგეთი დაზიანება არ მინახავს და სიწითლე ჰქონდა თუ არა არა, მიმიქცევია ყურადღება. არ დავკვირვებივარ“, - აღნიშნა ბესელიამ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია იკითხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics