20:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 09:23:52, 852 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტაზე - რუსეთმა პირობების წამოყენება უნდა შეწყვიტოს

უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის სრულმასშტაბიან ომში, რომელსაც რუსეთი სამ წელზე მეტია აწარმოებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

"უკრაინა მზადაა უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის. მაგრამ იმისათვის, რომ გადავიდეს მის განხორციელებაზე, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს პირობების წამოყენება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პრეზიდენტ მაკრონთან ერთად განიხილა გუნდების მუშაობა უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების ჩამოყალიბებაზე.

„საფრანგეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტულია და ჩვენ მას სრულად ვუჭერთ მხარს. ვაგრძელებთ მუშაობას და კოორდინაციას ვუწევთ შემდგომ ნაბიჯებს და კონტაქტებს პარტნიორებთან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინის საკითხზე რიგი ქვეყნების ლიდერების მიერ 15 მარტს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე. ზელენსკის თქმით, ქვეყნების კოალიცია, რომლებიც მზად არიან უკრაინასთან ერთად იმუშაონ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, იზრდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics