09:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 13:32:04, 479 ნახვა

სამართალი
მიხეილ სააკაშვილის განაჩენს, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, სასამართლო 17 მარტს გამოაცხადებს

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებულ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე­ სასამართლო განაჩენს 17 მარტს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

დღევანდელ პროცესზე საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია. არადა, დღევანდელ პროცესზე მას საბოლოო სიტყვით უნდა ესარგებლა.

მოსამართლემ სხდომაზე წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სააკაშვილი პროცესზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა.

პროცესზე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე რამდენიმე დღის წინ გამოტანილი განაჩენი ცნობის სახით წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. უფრო კონკრეტულად, ელგუჯა ცომაიას მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასა და დანაშაულის დაფარვას ედავებიან, ზურაბ და შალვა წოწორიებს, ასევე გიორგი ნარიმანიძეს კი, დანაშაულის დაფარვას.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics