|
2025-03-13 21:02:18, 671 ნახვა
სამართალი
სასამართლოში რუსეთის მოქალაქეების, ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის შემდეგი სასამართლო პროცესი პირველ აპრილს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსეთის მოქალაქეების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებული ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის სასამართლო პროცესი გაიმართა. ანასტასია ზინოვკინამ სასამართლო პროცესზე პოლიციელების მხრიდან მის მიმართ მუქარაზე ისაუბრა. ზინოვკინამ მოსამართლისგან მოითხოვა, ამოიღონ ყველა ვიდეო, რომელიც, მისი თქმით, მუქარას დაადასტურებს, დაერთოს საქმეს და გადაეცეს რუსეთის საელჩოს. ამავე საქმეზე დაკავებულმა ანასტასია ზინოვკინას მეუღლემ, არტემ გრიბულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული, რასაც მას ედავებიან, არ ჩაუდენია. „ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოდანაშაულში გვედავებიან. არის ჯგუფური დანაშაული, თუმცა ეს დანაშაულია პოლიციელების მხრიდან. მათ პოლიტიკური მოტივით მოგვიგდეს ნარკოტიკი. არ გვაძლევენ ვიდეოჩანაწერებს, აშინებენ მოწმეებს“, – განაცხადა არტემ გრიბულმა. პროცესზე დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. შემდეგი სხდომა პირველ აპრილს გაიმართება და ბრალდების მხარე საკუთარი მოწმეების გამოკითხვას დაიწყებს. რუსეთის მოქალაქეები, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მათი საცხოვრებლის და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება – „ალფა პე ვე პე“ ამოიღეს. ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული თბილისში 2024 წლის ზაფხულიდან იმყოფებიან. მუხლი, რომელიც ბრალად აქვთ წარდგენილი, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაცვის მხარის განცხადებით, ანასტასია ზინიოვკინა რუსეთში ანტისამთავრობო აქციებში 2012 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა და იდევნებოდა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ, არტემ გრიბული კი აიტი სფეროში მუშაობდა.
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)