|
2025-02-17 08:25:38, 1311 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომში უკრაინამ 46 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა
რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინამ 46 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, კიდევ 380 ათასი ჯარისკაცი დაიჭრა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის, ათიათასობით ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება. „გვაქვს ფიქსირებული მსხვერპლი - 46 ათასზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი. ჯერ კიდევ ათიათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგულია. უგზო-უკვლოდ დაკარგულები შეიძლება გარდაცვლილები იყვნენ, ან ტყვეობაში იმყოფებოდნენ, - აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, მისი თქმით, შეუძლებელია დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპაციის ქვეშ რჩება. პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთში დეპორტირებულია, დაახლოებით, 19,5 ათასი უკრაინელი ბავშვი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)