05:23 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 11:18:28, 369 ნახვა

სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი გაიმართება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი გაიმართება. ცხრა ადამიანის მიმართ საქმე ადმინისტრაციული წარმოებით აღიძრა. მათ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტებისთვის მოსამართლის სახლთან შეკრების გამო ედავებიან.

სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.

სასამართლო პროცესი პროტესტის ფონზე ჩაივლის. სასამართლოსთან მისვლას ჟურნალისტები გეგმავენ.

მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, 26 იანვარს მოსამართლის სახლთან 30-წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა ადამიანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქმი შემდეგ პირებს გამოუწერეს: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი; მაია ცირამუა - ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics