2025-02-06 15:56:58, 401 ნახვა
სამართალი
სასამართლომ აქტივისტი დავით ჟღენტი 2000 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი დავით ჟღენტი, რომელსაც გამოძიება მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება, 2000 ლარით დააჯარიმა.
45 წლამდე კაცის წინააღმდეგ დღეს ჩვენება მოწმე პოლიციელებმა მისცეს. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ ჟღენტი ტროტუარზე დგას და პოლიციელის მოთოვნას ემორჩილება, თუმცა მოსამართლემ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და აქტივისტი დააჯარიმა.
კადრებში ჩანს, როგორ დგას ტროტუარზე და როგორ ემორჩილება პოლიციელების მოთხოვნას. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ გაითვალისწინა მოწმე პოლიციელების ჩვენება და დავით ჟღენტი დააჯარიმა 2000 ლარით. შსს-ს საერთოდ არ ჰქონია მტკიცებულებები, გარდა ამ ორი მოწმე პოლიციელისა", - აცხადებს ადვოკატი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,