|
2025-02-06 11:13:07, 341 ნახვა
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ინტერნეტ სივრცეში, სოციალური ქსელების, მათ შორის, „Facebook"-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 13 და 14 წლის არასრულწლოვან გოგონებს უკავშირდებოდა, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკსა და ვინაობას. ბრალდებული არასრულწოვნებთან სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო. მათ შორის, ჩატარდა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, ასევე, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები. გამოძიების მიერ აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა ათამდე „Facebook"-ის და "Instagram"-ის ყალბი გვერდი, რომლის გამოყენებითაც ასეულობით პირთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. სამსახური, გამოძიებას არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა სტადიაზე დაიცავს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. დანაშაული 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)