2025-02-03 11:28:25, 403 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კაციას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
სწორედ დღეს იწყება ჟურნალისტის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა.
სასამართლო სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. პროცესს ესწრება ბრალდებული კაცია.
ის ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალებები "ჩაუდეს".
ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,