2025-02-01 23:21:01, 1179 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტი მირიან ბერულავა დააკავეს
ჟურნალისტი მირიან ბერულავა სამართალდამცველებმა დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისა თუ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაკავებამდე მირიან ბერულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას პოლიცია დაუკავშირდა.
„მეც მომადგნენ გამოკითვაზე, უნდა გადაგიყვანოთო“, – დაწერა ბერულავამ.
როგორც დაკავებულის ადვოკატი წერს;
"დაკავებულია ასკ 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ იმისთვის რომ პოლიციის თანამშრომლებმა შეურაცხყოფად მიიჩნიეს მირიანის ნათქვამი ფრაზა: " არ ვენდობი სისტემას"..
ჟურნალისტის ახლობლების ინფორმაციით, იგი ამ დროისთვის სამტრედიის დროებით მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,