2025-02-01 16:08:52, 485 ნახვა
სამართალი
შსს-მ, Facebook გვერდის, დაიტოვეს ორი აქტივისტი დააკავა
ისაკო დევიძე და ილო ღლონტი ამ წუთებში დიღმის მთავარ სამმართველოში გადაყავთ. უწყების ინფორმაციით, ისაკო დევიძე და ილო ღლონტი ადმინისტრაციული 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც გულისხმობს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ამასთან ჯგუფ დაიტოვეში ერთ - ერთი აქტივისტი ავრცელებს ინფორმაციას, კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ.
"ჩვენი მეგობარი დააკავეს, როგორც გავიგეთ დიღმის იზოლატორშია! გუშინ ღამე ერთად წავედით სახლებში თავისუფლების მეტროში დავშორდით ერთმანეთს, იმის მერე არც ტელეფონს პასუხობდა და არანაირ კავშირზე არ იყო! ბიჭი დროშით ხელში! ყოველდღე აქციაზე იყო"- წერს თიკო გობრონიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,