15:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-01 09:40:28, 455 ნახვა

სამართალი
საია - მზია ამაღლობელს სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები

მზია ამაღლობელი უკვე 21 დღეა, რაც სრულ შიმშილობაზე იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომელიც ვალდებულია, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს პატიმრის ჯანმრთელობას და ნებისმიერ გართულების შემთხვევაში დროულად მოახდინოს რეაგირება. 

ამასთან, ადვოკატები ითხოვენ, რომ მზია ამაღლობელი მუდმივი სამედიცინო შემოწმების ქვეშ იმყოფებოდეს, ვინაიდან მისი მდგომარეობა და შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდი საჭიროებს უფრო დეტალურ და კომპლექსურ გამოკვლევებს. 

"დროულად მიგვეღო ჩატარებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია" – აღნიშნავენ ადვოკატები, რომლებიც მხოლოდ 31 იანვარს მიიღეს სრულად სამედიცინო დოკუმენტაცია. 

გადმოცემული სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი პროცედურა, რომელიც მის ანამნეზთან და შიმშილობის პერიოდის ხანგრძლივობასთან გათვალისწინებით, უნდა მიეღო, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი ჯანმრთელობის გაუარესება და შეუქცევადი პროცესების განვითარება. 

ადვოკატები და მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები მოუწოდებენ, რომ შესაბამისმა ორგანოებმა განახორციელონ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა მისი მდგომარეობის შემოწმებისთვის. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics