21:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 17:32:21, 518 ნახვა

სამართალი
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი - მზია ამაღლობელის შემთხვევა სამართლებრივი უსამართლობაა

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა, რომ მისი დაპატიმრება სამართლებრივ უპრინციპოობასა და უსამართლობას წარმოადგენს.

„მზია ამაღლობელი იმ ქმედებებისთვისაა დაპატიმრებული, რომელიც არ შეიძლება შეფასდეს როგორც თავდასხმა. სააპელაციო სასამართლომ საჩივარი, რომელიც პატიმრობის აღკვეთის ღონისძიების დაუსაბუთებლობას ეხებოდა, დაუშვებლად ცნო. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ პოზიციაში ნათქვამია, რომ პატიმრობის შეფარდება არ არის დასაბუთებული და უნდა იქნას გამოყენებული უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება,“ – აღნიშნა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა. 

მას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ხდება სამართლებრივი უსამართლობის გამოხატულება, რაც საქართველოს მოქალაქეების აქტიურ წინააღმდეგობას საჭიროებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics