04:42 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 10:17:06, 559 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, აჭარის პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს აჭარის პროკურატურასთან. ჟურნალისტები მეოთხე დღეა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე მართავენ. ისმის შეძახილები – „თავისუფლება მზიას“. ჟურნალისტებმა სტიკერებიც გააკრეს პროკურატირის შესასვლელთან.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, უფლებამოსილება შეუწყდეს ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს იქამდე, ვიდრე, მათი თქმით, არ იქნება გამოძიებული ის ძალადობის ფაქტები, რომელსაც ჟურნალისტების განცხადებით, ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ მის დაკავებამდე და დაკავების შემდეგ.

„მზია ამაღლობელი ციხეში უფრო საშიშია ამ რეჟიმისთვის, ვიდრე გარეთ. ვერ ვიტყვი, რომ პრაგმატული აზროვნებით ამას გაიაზრებენ, მაგრამ მგონია, მიხვდებიან, რომ მათთვის ასე აჯობებს და მაქვს მოლოდინი, რომ გაათავისუფლებენ“,-აცხადებს ჟურნალისტი ირმა ზოიძე.

ამ დრომდე უცნობია, ცნობს თუ არა დასაშვებად სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელის ადვოკატების სარჩელს და შეცვლის თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონოსძიების შეცვლის თაობაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics