15:37 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-18 19:45:31, 637 ნახვა

ომი უკრაინაში
ორბანი ზელენსკის - ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზე დევს, მიიღეთ ის ან უარი თქვით - ეს თქვენი პასუხისმგებლობაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ  განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.

ორბანმა ზელენსკის მიმართა და აღნიშნა, რომ "ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზე დევს" და ამას უკრაინა მიიღებს თუ არა მათი პასუხისმგებლობაა.

"ჩვენ არ ვუპასუხებთ არცერთ პროვოკაციას. ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზე დევს. მიიღეთ ის ან უარი თქვით. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა",- წერს ორბანი X-ზე.

შეგახსენებთ, მანამდე ზელენსკიმ ვიქტორ ორბანზე საუბრისას განაცხადა: "ვინმე სხვას ევროპაში აქვს ახლა ასეთი გამოცდილება? არავის. ორბანს ჰყავს ასეთი არმია? არა. როგორ განახორციელებს ის პუტინზე ზეწოლას? ანეკდოტით, ღიმილით? თავისთვის დაიტოვოს". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics