2024-11-09 13:16:47, 716 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის შვიდი რეგიონის თავზე 50 უკრაინული დრონი გაანადგურა
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ღამით ქვეყნის შვიდი რეგიონის თავზე 50 უკრაინული დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, 28 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქში, 12 – კურსკის ოლქში, 4 - ნოვგოროდის, 2 - სმოლენსკის, 2- ტულის და თითო-თითო ორლოვისა და ტვერის ოლქებში.
"დრონის იერიშის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები",- განაცხადა კალუგის ოლქის გუბერნატორის ვლადისლავ შაპშასმა.
ტულის ოლქის გუბერნატორი დმიტრი მილიაევი აცხადებს, რომ დრონის ნამტვრევების ჩამოვარდნისას კერძო სახლში მინები ჩაიმსხვრა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,