2024-10-11 11:10:47, 419 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულები [ვიდეო]
ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი Telegram-ზე ავრცელებს.
როგორც კიპერი წერს, რუსების მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ორსართულიან შენობას მოხვდა - მაშველებმა 4 ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო 3 შენობის ნანგრევებში დაიღუპა.
"გარდაცვლილთა შორის არიან 43 წლის ქალი, 22 წლის კაცი და 16 წლის მოზარდი. კიდევ ერთი ადამიანი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდა ამისა, 10 ადამიანი დაშავდა, მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა",- წერს კიპერი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,