2024-10-10 11:14:19, 466 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო იერიშს 6 ადამიანი ემსხვერპლა - 11 დაშავდა
ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 11 პირი კი დაშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა იერიში ზაპოროჟიეზეც მიიტანეს, სადაც იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვია.
როგორც უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ალექსეი კულებამ განაცხადა, საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა, რის შედეგადაც პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი Shui Spirit-ი დაზიანდა.
კულებას თქმით, ბოლო 4 დღეში ეს უკვე მესამე უცხოური გემია, რომელიც დაზიანდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,