16:47 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 09:49:20, 447 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში მის არსს ცვლის

დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში ცვლის მის არსს და რუსეთი იძულებული იქნება, მიიღოს გადაწყვეტილებები შექმნილი საფრთხეების გათვალისწინებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პუტინის თქმით, ნატოს ქვეყნები ახლა კიევის მიერ დასავლური შორი მოქმედების იარაღის შესაძლო გამოყენებას არა მხოლოდ განიხილავენ, არამედ წყვეტენ, უშუალოდ ჩაერთონ თუ არა კონფლიქტში.  

"არსებითად ამ სარაკეტო სისტემებში საფრენი დავალებების შეტანა მხოლოდ ნატოს ქვეყნების სამხედრო პერსონალს შეუძლია. პირდაპირი მონაწილეობა არსებითად ცვლის თავად კონფლიქტის არსს. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ნატოს ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები ომობენ რუსეთთან და თუ ეს ასეა, მაშინ ამ კონფლიქტის არსის ცვლილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics