2016-02-15 12:08:33, 670 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგებლის მოადგილებ სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მარღიების 2 სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად დაეწვა და გამგეობისგან სოციალური სახლების მშენებლობის პროგრამაში ჩართვას ითხოვს.
სოციალურად დაუცველი ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, გიზო სართანიამ მოინახულა.
როგორც გიზო სართანიამ განაცხადა, სოციალური სახლების მშენებლობაზე განაცხადების მიღება 1 მარტიდან დაიწყება და სოციალური კომისია შეისწავლის ყველა შემოსულ განცხადებას, მათ შორის მარღიების ოჯახის საკითხსაც.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან