12:51 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 19:04:28, 758 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ ორ სართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალკახათის ადმინისტრაციულ ერთეულში ორ სართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

თანამედროვე ტიპისა და ევროპული სტანდარების საბავშვო ბაღი 77 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ბაღში განთვასდება სამი ჯგუფი. სამივე ჯგუფს ინდივიდუალური საკონცერტო დარბაზი, სამზარეულო, სველი წერტილებისთვის განკუთვნილი საერთო ოთახი და გარდერობი ექნება. 

როგორც ზუგდიდის გამგეობაში აღნიშნავენ, შენობის შესასვლელში მოეწყობა პანდუსი და საბავშვო ბაღში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო იქნება. 

ახალკახათში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების შენობის არ არსებობის გამო, ამ დროისთვის საბავშვო ბაღი განთავსებულია დაქირავებულ კერძო ოჯახში. საბავშვო ბაღი ორი ჯგუფისგან შედგება და სულ 57 აღსაზრდელი ირიცხება. მსურველ ბავშვთა რაოდენობა დამატებით 30 –ს შეადგენს , თუმცა არსებულ ბაღში ფართის სიმცირის გამო ბავშვების მიღება ვერ ხერხდება. 

როგორც ზუგდიდის გამგეობაში ამბობენ, ახალკახათში, ორ სართულიანი, სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დასრულდება და პროექტის ღირებულება 188 ათას ლარს შეადგენს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics