09:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-21 14:25:55, 512 ნახვა

ომი უკრაინაში
კალასი - საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დავეხმაროთ უკრაინას, გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც კალასი სოციალურ ქსელში წერს, "საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზა, თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინის დახმარებაა".

"აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება უკრაინისთვის გადაუდებელი სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ გადამწყვეტი და სწორია. საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დავეხმაროთ უკრაინას, გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ხმა ყველა მოკავშირეს წაახალისებს, გადახედონ თავიანთ საწყობებს და გააკეთონ მეტი",- წერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics