07:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-03 11:23:11, 1269 ნახვა

ომი უკრაინაში
New York Times: სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ პოზიციები, რომლებზეც უკრაინული არმია უკან იხევს, სუსტად არის გამაგრებული.

გავლენიანმა გამოცემა New York Times-მა  შეისწავლა კომერციულად ხელმისაწვდომი Planet Labs-ის სურათები და წერს, რომ ისინი მიუთითებენ ფორტიფიკაციის სისუსტეზე თავდაცვის ხაზებზე, სადაც ავდეევკიდან უკრაინის არმიამ უკან დაიხია.

გაზეთი მათ ადარებს ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული სიმაგრეების სურათებს, რომლებზეც უკრაინული ჯარები შარშან თვეების განმავლობაში იჭრებოდნენ და წინ მიდიოდნენ. გამოცემის მტკიცებით უკრაინის პოზიციები გაცილებით ნაკლებად განვითარებულია.

ბევრი უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ადრე საუბრობდა მძლავრი სიმაგრეების ნაკლებობაზე. პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ფრონტის ამ მონაკვეთს ნოემბერში ეწვია და თავდაცვითი სტრუქტურების მშენებლობის დაჩქარების აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა, როგორც ფინელი ანალიტიკოსი პასი პაროინენი აღნიშნავს, მას შემდეგ პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა.

ძლიერი სიმაგრეების ნაკლებობა იწვევს იმ ფაქტს, რომ რუსული ჯარები უფრო სწრაფად მიიწევენ წინ. ავდეევკას დატყვევებიდან მათ კიდევ ოთხი კილომეტრი გაიარეს დასავლეთისკენ, დაიკავეს კიდევ სამი სოფელი და შტურმით აჯობებენ მეოთხეს. რუსეთის არმიას წინსვლის ასეთი ტემპი მრავალი თვეა არ უნახავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics