04:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-18 13:04:33, 1383 ნახვა

ომი უკრაინაში
Rheinmetall უკრაინაში საბრძოლო მასალის წარმოების ქარხანას ააშენებს

გერმანულმა თავდაცვის კომპანია Rheinmetall-მა გამოაცხადა თავისი განზრახვა ააშენოს ახალი ქარხანა საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის უკრაინაში.

ამის შესახებ ნათქვამია კონცერნის მესიჯში სოციალურ ქსელ X-ზე (Twitter), იუწყება Focus.de.

ამ მიზნით, გერმანულმა თავდაცვის კონცერნმა და უკრაინულმა პარტნიორმა კომპანიამ მიუნხენის უსაფრთხოების 60-ე კონფერენციის ფარგლებში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. უკრაინული მხრიდან ხელმოწერას ესწრებოდა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრე კამიშინი.

„ჩვენ გვინდა ვიყოთ უკრაინის ეფექტური პარტნიორი უკრაინის ოდესღაც ძლიერი თავდაცვის ტექნოლოგიების ინდუსტრიის აღსადგენად და უკრაინის შესაძლებლობების ავტონომიის უზრუნველსაყოფად“, - თქვა Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა გადაწყვეტილების კომენტირებისას.
თავის განცხადებაში Rheinmetall აღნიშნავს, რომ კომპანია 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებისა და საწვავის მუხტის წარმოებას აპირებს. წარმოების ზუსტი მოცულობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს იქნება 6-ნიშნა რიცხვი, ანუ წელიწადში მინიმუმ 100 ათასი საბრძოლო მასალა.

Rheinmetall-ს ახალ საწარმოში 51% ეყოლება, უკრაინელ პარტნიორს, რომლის სახელი ჯერ არ სახელდება, 49%.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics