2024-02-17 17:20:40, 1311 ნახვა
ომი უკრაინაში
უმეროვი - ჩვენ დავიბრუნებთ ავდეევკას
ჩვენ დავიბრუნებთ ავდეევკას, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
როგორც უმეროვი აღნიშნავს, უკრაინის არმიამ გაკვეთილი მიიღო და თავდაცვის სამინისტროს გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ მსგავსი ვითარება ფრონტის სხვა მიმართულებით არ განმეორდეს.
„ჩვენ გვჭირდება თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ მტერმა ვერ გამოიყენოს საზენიტო რაკეტები, გვჭირდება განადგურების შორი დისტანციური საშუალებები მტრის საწყობების გასანადგურებლად, გვჭირდება საარტილერიო ჭურვები. ჩვენ ამაზე მუდმივად ვმუშაობთ. ვაშენებთ და ვამაგრებთ სიმაგრეებს. გადაწყვეტილება, ხალხის დაცვა სწორია. ჩვენ დავიბრუნებთ ავდეევკას“, - განაცხადა უმეროვმა.
ცნობისთვის, უკრაინის ქალაქი ავდეევკა რუსმა ოკუპანტებმა აიღეს, უკრაინული ჯარი პოზიციებს ქალაქის მისადგომებთან ამაგრებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,