2024-01-26 17:51:51, 1082 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის თაობაზე გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის:
- IRIS-T SLM-ის საშუალო მოქმედების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები და Gepard-ის საზენიტო იარაღი;
- საარტილერიო სისტემები და 230 ათასზე მეტი ჭურვი;
- 80-ზე მეტი Leopard 1 A5-ის ტანკი;
- ქვეითთა საბრძოლო მანქანები;
- 450 ჯავშანმანქანა;
- საინჟინრო მანქანები; განაღმვისთვის საჭირო სისტემები;
- დრონები;
- სარადარო და სადაზვერვო სისტემები.
ამასთან ერთად, 2024 წელს გერმანია 10 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მომზადებას გეგმავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,