2024-01-24 10:17:59, 1259 ნახვა
ომი უკრაინაში
პისტორიუსი - გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს
გერმანია უკრაინას Sea King Mk 41-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა რამშტეინის ფორმატში მე-18 შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პისტორიუსის თქმით, აღნიშნული სამხედრო დახმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში დაეხმარება.
„Sea King-ი არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებამდე. ეს არის გერმანიისგან ამ ტიპის პირველი მიწოდება“, - განაცხადა პისტორიუსმა.
მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების ჯამურმა რაოდენობამ, დაახლოებით, 6 მილიარდ ევროს მიაღწია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,