14:06 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 13:45:27, 476 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში სავიზო რეგულაციები მარტივდება

საქართველოში უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის სავიზო რეგულაციები მარტივდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება, ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობის დღვანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, სავიზო რეგულაციების გამარტივება ქვეყანაში ინვესტორებისა და ტურისტების შემოსვლას გააიოლებს.

კვირიკაშვილის განცხადებით, თუ პიროვნება საქართველოში უძრავ ქონებას ფლობს, მისთვის  როგორც ვიზის, ასევე ბინადრობის მოწმობის აღება გაადვილდება.

„ასევე, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იქნება იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქე ვიზის ფლობის შემთხვევაში უფრო მარტივად შეძლებს ქვეყანაში შემოსვლას. სავიზო რეგულაციების გამარტივება ემსახურება რამდენიმე მიზანს. გავამარტივოთ ტურისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლა, ასევე გავამარტივოთ ინვესტორებისთვის შემოსვლა და მუშაობა.  ჩვენი ბევრი თანამემამულისთვის,  რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალქეობა და აქედან გამომდინარე დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა,  ქვეყანაში  შემოსვლა მარტივი იქნება და აქ ყოფნის შესაძლებლობა   შეუზღუდავად ექნებათ, ვინაიდან უმეტესობა საქართველოში ჯერ კიდევ ფლობს უძრავ ქონებას“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics