2015-02-05 09:45:00, 337 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: როცა საჭირო იქნება, პარლამენტში აუცილებლად მივალ
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენის საკითხზე პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკრეტული ინფორმაციის შემთხვევაში, ის პარლამენტში აუცილებლად მივა.
„როცა საჭირო იქნება, აუცილებლად მივბრძანდები და მოვახსენებ. კონკრეტული თემა თუ არ იქნება, მივიდეთ და რაღაც პატარ-პატარა იდეებზე ვისაუბროთ, მგონი, არ იქნება სწორი,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან