14:05 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 16:05:46, 384 ნახვა

პოლიტიკა
საგანელიძე: პრემიერის შეცვლის საბაბს ვერ ვხედავ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა ბახტაძემ უნდა შეცვალოს.

როგორც საგანელიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის შეცვლის საბაბს ვერ ხედავს.

„ქვეყანაში ბუნებრივია იქნება გარკვეული პრობლემები, ხარვეზები, იმის ფონზე რა წარმატებებიც არსბეობს. ცხადია მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილო იქნება, რაღაც არ მოეწონებათ, მაგრამ უნდა შევხედოთ იმ დინამიკას, თუ საიდან მოდის პრობლემები და საით მიემართება ისინი. მე ვერ ვხედავ პრემიერის ცვლილების საბაბს. გავიმეორებ ჩემს ფრაზას - „მელას რაც ელანდება ის ესიზმრებაო“ და იქიდან მოდის ეს ყველაფერი. პატივს ვცემ მამუკა ბახტაძეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრემიერი უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics