17:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 15:51:44, 13807 ნახვა

ომი უკრაინაში
გადაუდებელი დახმარების ცენტრმა განახლებული გაიდლაინი შეიმუშავა და მედპერსონალი სრულად გადაამზადა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა კოვიდ-19-ის ინფექციის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პრევენციისა და კონტროლის გაიდლაინი,  სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დოკუმენტი შეიმუშავა.

საერთაშორისო პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, საქართველოს 10 რეგიონში 140 სპეციალისტი მომზადდა, რომლებმაც ინფექციის გავრცელების პრევენციისა და მედპერსონალის პირადი უსაფრთხოების დაცვის შესახებ სპეციალური კურსი გაიარეს.

”პოსტ კრიზისულ პერიოდში, როდესაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ყველა ძალისხმევა ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ უნდა მიიმართოს”, - განაცხადა საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ.

მისივე თქმით, „ჯანდაცვის მუშაკების - ფრონტის ხაზზე მყოფი ადამიანების დაცვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათ შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოხარული ვართ, რომ ტრენინგის მონაწილეებმა თეორიული ცოდნასთან ერთად პირადი დამცავი აღჭურვილობის სწორად გამოყენების უნარებიც შეიძინეს“.

გადამზადებული 140 სპეციალისტი, თავის მხრივ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცენტრის 7000-ზე მეტ თანამშრომელს - სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს გაუზიარებს ცოდნას. გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი კოვიდ-19-ის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესახებ განახლებულ გაიდლაინებს პერმანენტულად გაეცნობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics