2020-08-31 10:46:18, 14578 ნახვა
ომი უკრაინაში
ინდოეთში კორონავირუსის 78 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია მსოფლიოში
ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 78 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია მსოფლიოში.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლება რათა ეკონომიკაზე ზეწოლა შესამცირებლად შეზღუდვებს ხსნის, თუმცა დაავადებულთა რიცხვი კიდევ უფრო იზრდება.
ცნობისთვის, ინდოეთში კორონავირუსით სულ 3 621 245 ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც 2 774 801 გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ბოლო 24 საათში ვირუსს 970 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 63 000-მდე გაიზარდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,