2020-08-21 11:14:01, 17034 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4 ლენჯერიდანაა, 3 იმპორტირებულია, 2-ის წყარო კი, ჯერჯერობით უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყარო ლენჯერია, 6 შემთხვევა კი, იმპორტირებულია.
მისივე თქმით, 2 ინფიცირებულის წყარო ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
„15 პაციენტი ასეთი განაწილებით გახლავთ: 4-ის დადასტურებული წყარო არის ლენჯერი, 6 პაციენტის წყარო არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 3 შემთხვევა არის იმპორტირებული და 2 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან