2020-08-19 10:55:43, 15326 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 1 ლენჯერს უკავშირდება, 3-ის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან, ჯერჯერობით 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია.
მისივე თქმით, ერთი შემთხვევა ლენჯერს უკავშირდება, ორი იმპორტირებულია, ოთხი კი, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
„გუშინ იყო კორონვირუსის 1351 დადასტურებული შემთხვევა და დღეს დაგვემატა 10, შესაბამისად გვაქვს 1361 დადასტურებული შემთხვევა.
ათი შემთხვევა ასეა განაწილებული, ერთი ლენჯერის შემთხვევაა, ოთხი კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, ორი შემოტანილი შემთხვევაა და სამის წყარო უცნობია, გრძელდება კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან