22:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-18 11:42:21, 18715 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, სამი იმპორტირებულია, ხოლო ორის წყარო უცნობია.  

მისი თქმით, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა მაჩვენებელი 87.9%-ს შეადგენს.

„დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში 146 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ჩვენს კლინიკაში გვყავდა 19 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ერთი, დაგვემატა ერთი პაციენტი და ისევ გვყავს 19 დადასტურებული შემთხვევა. ახალი პაციენტი გუშინ გვიან მოთავსდა ჩვენთან. მასთან საშუალო სიმძიმის მდგომარეობა გახლავთ.

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც უცვლელია. არავისთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება ანუ დამძიმება და ყველა პაციენტის მდგომარეობა ფასდება საშუალო და მასზე მსუბუქად“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics