23:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-23 11:11:20, 11417 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში COVID-19-ის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული.

„ჩვენთან იყო 35 პაციენტი, ერთი გამოჯანმრთელდა და ახლა გვყავს 34. გუშინდელი 4 შესაძლო შემთხვევიდან არც ერთი არ დადასტურებულადა ყველასთან უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ამ ეტაპზე ერთი შესაძლო შემთხვევა გვყავს და მისი კვლევა წარმოებს. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. გვყავს კვლავ 3 მძიმე ავადმყოფი, კრიტიკული უკვე არც ერთი აღარ არის. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ პროგნოზულად მაინც მძიმედ რჩებიან არსებული მძიმე პნევმონიით და გარკვეული სინდრომალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ ეტაპზე ჟანგბად დამოკიდებული პაციენტი არ გვყავს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics