13:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-10 14:03:19, 14768 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისში, კორონავირუსით ინფიცირების დადებითი დინამიკა შეინიშნება

თბილისის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების დადებითი დინამიკა შეინიშნება. რესპუბლიკურ საავადმყოფოს,  ისევე როგორც თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დღეს ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 43 ინფიცირებული მკურნალობს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ, ბოლნისიდან გადაყვანილი ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მან, სატელეფონო საუბრისას, საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კლინიკა დაახლოებით 18 ტესტის პასუხს ელოდება.

„ჩვენთან ამჟამად არის 61 პაციენტი, აქედან კოვიდ დადასტურებული გვყავს 43. მათ შორის ერთი გუშინ გადმოიყვანეს ბოლნისიდან, მართვით სუნთქვაზე, მძიმე პაციენტი. გაუჭირდათ ცოტა მართვა ჩვენს კოლეგებს და ჩვენთან გადმოიყვანეს. დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დადებითია. ორი პაციენტი გუშინ გავუშვით. დღეს კიდევ ველოდებით რეტესტირების შედეგებს. ტესტირების პასუხს ველოდებით დაახლოებით 18-ს, ამაში შედის რეტესტირებებიც“,- პირველ არხს განუცხადა ლევან გოფოძემ.

რაც შეეხება თბილისის ზღვის ჰოსპიტალს, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარეხ ბექაიას განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

როგორც მარეხ ბექაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დღის განმავლობაში იგეგმება 15 პაციენტის გამოკვლევა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 25 პაციენტი იმყოფება. ჩვენთან ამჟამად საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები წევს. მძიმე პაციენტი კლინიკაში არ გვყავს. გუშინ 14 „პისიარ“ კვლევა ჩატარდა. თოთხმეტივე უარყოფითი პასუხი იყო მიღებული. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში. ამჟამად დაგეგმილია 15 პაციენტზე კვლევა, თუ კიდევ არ შემოემატა. დინამიური პროცესია და პაციენტები დღის განმავლობაში ემატება“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics