02:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-10 12:24:23, 14019 ნახვა

ომი უკრაინაში
ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი დაემატა

ბოლო 24 საათში ცხრა ახალი შემთხვევაა დადასტურებული და მათი უმეტესობა ცნობილი წყაროებიდანაა - ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ცხრა პაციენტიდან უმეტესობა თეთრიწყაროს კლასტერიდანაა.

„ბოლო 24 საათში ცხრა ახალი შემთხვევაა დადასტურებული და ახლა არის 635 შემთხვევა. ეს არის ძირითადად ცნობილი წყაროები. ამ ცხრა პაციენტიდან ყველაზე მეტი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან.

დაემატა 12 გამოჯანმრთელებული და ახლა გვყავს უკვე 309 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 316 პაციენტი მკურნალობს.

ჩვენს ცენტრში სიტუაცია უცვლელია, ახალი პაციენტი არ მიგვიღია, შესაბამისად, ამ დროისთვის გვყავს 40 კოვიდინფიცირებული, მათი მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა, გვყავს კრიტიკულად მძიმე ერთი პაციენტი, მძიმე პნევმონიით. დღის განმავლობაში ჩატარდება ორ შესაძლო შემთხვევაზე ლაბორატორიული კვლევა და დღის ბოლოს მივიღებთ ალბათ პასუხს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics