2020-05-10 11:36:10, 14374 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოლნისში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 121-მდე გაიზარდა
ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა, სადაც 28 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ექვსი პაციენტის ტესტის პასუხი უარყოფითია. მათგან ორი ცხელების პაციენტი, ერთი თვითიზოლაციის, ერთი ამბულატორიული პაციენტი, ხოლო ორი პირი მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელი იყო.
პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაში მკურნალობდა.
25 აპრილის შემდეგ სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
დღეს დადასტურებული შემთხვევის გათვალისწინებით, ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 121-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 25, გარდაცვლილია სამი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,