20:36 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 14:02:25, 20384 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 38 პაციენტიდან 2 გამოჯანმრთელდა, ხოლო ერთი პაციენტი საყურადღებოა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში 38 ინფიცირებულია განთავსებული, 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი საყურადღებოა მისი თანმხლები დაავადებების და ასაკის გამო.

მანა ასევე განაცხადა, რომ არცერთი პაციენტი არ საჭიროებს ხელოვნური სუნთქვის ვენტილაციას. 

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 64 პაციენტია, აქედან 38-ს დაუდასტურდა ინფექცია, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და დღეს გავწერთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე პაციენტია საყურადღებო პნევმონიით, თუმცა არცერთი ხელოვნური მართვითი სუნთვქის აპარატს არ საჭიროებს, რაც ძალიან გვახარებს.

დღეს რამდენიმე პაციენტს ტესტირება ჩაუტარდა, ზოგს კი რეტესტირება და ხვალ ვის გაშვებას შევძლებთ მაგის პასუხი გვექნება მალე.

2 პაციენტიდან, რომელთაც პნევმონია აქვს ერთ-ერთი პაციენტი საყურადღებოა ასაკის და თანმხლები, მისი კარდიო ვასკულანური პრობლემებით, თუმცა მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

ახალი პაციენტი მხოლოდ ერთი გვყავს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არანაირი მძიმე კლინიკური გამოვლინებები არ აქვს.

რაც შეეხება კორონავირუსთან ბრძოლას, ვიმედოვნებ მალე დავამთავრებთ, ფაქტია უკანასკნელ პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა აღარ შეინიშნება, ასე რომ შეგვიძლია პროგნოზებს გავუსწროთ და 6 ივნისის მაგივრად, 26 მაისს დავამთავროთ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics