11:42 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 10:47:34, 7447 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი მკურნალობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი მკურნალობს.

მისი თქმით, მათ კლინიკაში 1-ლი თებერვლიდან დღემდე, 800-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა, საიადანაცა კორონავირუსი 101-ს დაუდასტურდა.

„ჩვენ დაახლოებით პირველი თებერვლიდან ვემსახურებით კოვიდ ინფიცირებულებს და საეჭვო ანუ შესაძლო შემთხვევებსაც. პირველი თებერვლიდან დღემდე, თითქმის 800-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა ჩვენს ცენტრში როგორც შესაძლო შემთხვევა და მათ შორის დადასტურდა 101 შემთხვევა. გამოჯანმრთელებული გვყავს 56. ამ ეტაპზე, ჩვენთან 42 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა უცვლელია.

ქვეყნის მასშტაბით, 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა და ჯამში 431. მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმაც და გახდა 114. ახალ გამოჯანმრთელებულებს შორის, 3 ჩვენი ცენტრის პაციენტია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics