11:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 20:08:08, 16711 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ხვალიდან PCR ტესტირება დამატებით ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან PCR ტესტირება დამატებით ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ მან „ფეისბუქ ლაივისას“ განაცხადა.

მისი თქმით, 5 ახალი ლაბორატორიიდან სამი თბილისში, ხოლო ორი კი ქუთაისსა და ბათუმში იქნება.

„მინდა გაუწყოთ, რომ PCR ტესტირება ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ფართოვდება. დღეს ჩვენ ლაბორატორიული კვლევების პიკი გვქონდა. 24 საათში, 5 ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა, მათგან 92% დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამ ლაბორატორიაზე მოდის: ლუგარის ლაბორატორია, ბათუმისა და ქუთაისის. ხვალიდან უკვე ემატება ხუთი ლაბორატორია, აქედან სამი თბილისში და ერთი ქუთაისში და ერთიც ბათუმში. ეს ნიშნავს, რომ გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნება PCR ტექნოლოგიით მოსახლეობის ტესტირება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics