04:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 10:42:50, 8180 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი ორი პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც იყო კრიტიკულთან მიახლოებული, დასტაბილურდა და ახლა მძიმე პაციენტებად ითვლებიან.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 17 პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე.

„დღეს დილას დაგვემატა სამი დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 411 დადასტურებული შემთხვევა. ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია, ესაა ბოლნისისა და სვანეთის წყაროდან.

გუშინ საღამოს გვყავდა 97 გამოჯანმრთელებული პაციენტი, დღეს ჩვენთან დაემატა ერთი და გახდა 98.

ჩვენთან 45 დადასტურებული შემთხვევაა. ორი მძიმე პაციენტი, კრიტიკულთან მიახლოებული, ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურია, ისინი მძიმე პაციენტებს მიეკუთვნებიან ახლა. აქედან გამომდინარე შეიძლება განვიხილოთ, რომ 17 მძიმე პაციენტი გვყავს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics