01:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-19 00:42:38, 18022 ნახვა

ომი უკრაინაში
ცერცვაძე მათზე ვინც წირვას დაესწრო - თუ თვითიზოლაციაში წავლენ, საფრთხეს 0-მდე დაიყვანენ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ მრევლი რომელიც წირვებს სხვადასხვა ტაძარში ესწრებოდა, თუ თვითიზოლაციაში წავლენ, საფრთხეს 0-მდე დაიყვანენ.
" ამ პიროვნებებმა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, ექიმების მოწოდებები და მაინც მივიდნენ [ტაძრებში], არა მგონია მათ ჩემი რეკომენდაცია გაითვალისწინონ, რომ თვითიზოლაციაში წავიდნენ. ისე, რა თქმა უნდა, თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით, პრაქტიკულად, ნულამდე დაიყვანენ იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა მათ შეექმნათ ღამის განმავლობაში.

მე მაინც ვხედავ, რომ თითქმის ყველა მათგანს უკეთია ნიღაბი და იმ კადრებზე, რომელსაც ვხედავ, არის მცდელობა, არა იდეალური დაცვა, სოციალური დისტანციისა. მაინც მგონია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. დღეს წყდება ბევრი რამე. ხვალ და ზეგ არ უნდა გავიდეთ სასაფლაოებზე. დღეს ვინც იყო ეკლესიაში ხვალ ეს რაიმე გავლენას ვერ მოახდენს. ეს გამოჩნდება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში. ” - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics