22:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 12:55:27, 9439 ნახვა

ომი უკრაინაში
მაკა სოლოღაშვილი - შესაძლოა, არ გვეყოს მედპერსონალის, ეკიპირებისა და ადგილების მარაგი

შესაძლოა, არ გვეყოს მედპერსონალის, ეკიპირებისა და ადგილების მარაგი, ამიტომ ავიმაღლოთ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დავრჩეთ სახლში, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლაღაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ინფიცირებულთა ზრდა ასეთი ტემპით წავიდა, აღჭურვილობა 10 დღის განმავლობაში საკმარისი იქნება.

„ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია ეს ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მედპერსონალი, არც ადგილები, არც ეკიპირება და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. თუ ჩვენ მოვიქცევით ისე როგორც ამ დროისთვის ვიქცევით და კიდევ უფრო ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას ყველაფერი გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე. ეს ყველაფერი არის ჩვენი საზოგადოების ხელში. ამიტომ დარჩით სახლში, ჩვენ ვიმუშავებთ და ვიზრუნებთ მაქსიმალურად თქვენი ჯანმრთელობისთვის. ეს აღჭურვილობა თუ ასეთი ტემპით წავიდა ზრდა დაახლოებით ალბათ 10 დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს მაშინ ეს არაპროგნოზირებადი“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics